კვირის მატჩის დღეს მთელი ყურადღება გადატანილი იქნება სერია ა-სკენ, სადაც ოთხეულისთვის ბრძოლა თავის კულმინაციას უახლოვდება. განვიხილოთ, თუ რა ხდება კალჩოს სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში.
ოთხეულისთვის ბრძოლა სერია ა-ში
ჩემპიონობისთვის გამოკვეთილად იბრძვის ორი გუნდი - მილანის ინტერი და ნაპოლი, თუმცა შემდეგ, მესამე ადგილიდან მეცხრემდე, ოთხეულში შესვლის პრეტენციას აცხადებს აბსოლუტურად ყველა. დღეს გაიმართება ორი შეხვედრა, რომელიც ამ ყველაფერში გარდამტეხ როლს ითამაშებს.
მეექვსე ადგილზე მყოფი და 2025 წელს ჯერ კიდევ დაუმარცხებელი რომა საკუთარ კედლებში მიიღებს მერვე პოზიციაზე მყოფ ფლორენციის ფიორენტინას. გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც 1 ქულა არის. რამდენიმე საათში კი მე-4 ადგილზე მყოფი ტურინის იუვენტუსი ერთი პოზიციით ქვემოთ მყოფ ბოლონიას ესტუმრება.
"ბიანკონერისა" და "როსობლუს" შორის სხვაობა ასევე ერთი ქულა არის. იქვე ახლოს ტრიალებს რომის ლაციოც, რომელიც გასავარდნ ზონაში მყოფ საბა გოგლიჩიძის ემპოლის ესტუმრება. "არწივების" მსგავსად, მოგება სჭირდებათ იტალიის ჩემპიონატის აუტსაიდერებსაც და აქედან გამომდინარე, ტოსკანელები არაფერს დათმობენ.
კვირის მატჩის დღე
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 14:30 | ემპოლი - ლაციო | სერია ა |
| 16:00 | რეალი - სელტა | ლა ლიგა |
| 16:00 | ლევანტე - ტენერიფე | ლა ლიგა 2 |
| 16:30 | ლინცი - შტურმი | ბუნდესლიგა ავსტრია |
| 17:00 | ბრენტფორდი - მანჩესტერ იუნაიტედი | პრემიერ ლიგა |
| 17:00 | სალერნიტანა - მანტოვა | სერია ბ |
| 19:15 | ლიონი - ლანსი | ლიგა 1 |
| 19:30 | ჩელსი - ლივერპული | პრემიერ ლიგა |
| 20:00 | რომა - ფიორენტინა | სერია ა |
| 22:45 | ბოლონია - იუვენტუსი | სერია ა |







