მასტერ ლიგის ახალი სეზონი სუპერთასის მატჩით დაიწყო

დღეს, თბილისში, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის არენაზე, betlive მასტერ ლიგის 2025 წლის სეზონი სუპერთასის მატჩით დაიწყო.
ერთმანეთს გასული სეზონის თბილისის ჩემპიონი „კავკასიის ავტოიმპორტი“ და საქართველოს betlive Master Cup-ის გამარჯვებული „თბილისის მერია“ დაუპირისპირდნენ.
„კავკასიის ავტოიმპორტმა“ 4-1 მოიგო. გამარჯვებული გუნდიდან თითო გოლი გადელიამ და კიკნაძემ გაიტანეს, დადიანმა კი დუბლი მიითვალა. "თბილისის მერიის" რიგებში ერთი გოლი კახა კალაძის ანგარიშზეა.
გამარჯვებულ გუნდს თასი და ოქროს მედლები გადაეცა, “თბილისის მერიის” ფეხბურთელებს კი ვერცხლის მედლები ერგოთ.








