ნაპოლისთან მატჩის შემდეგ, ინტერის გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ ლაუტარო მარტინესისა და სიმონე ინძაგის ახალ კონტრაქტებზე ისაუბრა.
"სიმონე იძაგის 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს კონტრაქტი, მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ და ხელშეკრულებას გავაგრძელებთ - იგივე სიტუაციაა ლაუტაროსთან მიმართებით."
"ლაუტაროსთან ახალ კონტრაქტს სეზონის ბოლოს გავაფორმებთ - მასთან და მის აგენტთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენთან კიდევ დიდი ხნით დარჩება" - განაცხადა ბეპე მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ინტერს 76 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან მილანს 14 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი.