მამარდაშვილი: "კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

"ამ ჯგუფში მარტივი თამაში არ გვექნება და, რა თქმა უნდა, დღესაც რთულ მატჩს ველოდებოდით — კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ."
"ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი კი გარდამტეხი იყო როგორც გუნდისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის — ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს წინ და ახლა იწყება ყველაფერი."
"ვერ ვიტყვი, რომ ალბანეთი ჩეხეთზე ნაკლებია და მარტივი თამაში გველოდება წინ, თან გასვლაზე ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 3 ქულა ავიღოთ" — გიორგი მამარდაშვილი.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 დღეში, 10 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს — მატჩი საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.









