მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლიონელ მესიმ, არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს ემოციურად დაემშვიდობა.
„დღეს უამრავი ემოციაა, თუმცა, პირველი ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ, მამაჩემია. ამ მაისურის მიმართ მხოლოდ მადლიერება დამრჩენია. 20 წლის განმავლობაში, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, ბრძოლა, წინსვლა და თავდადება არასდროს შემიწყვეტია."
"არგენტინის მაისურით თამაში ყველაზე ლამაზი რამაა, რაც კი არსებობს, ამიტომ ნაკრებიდან წასვლა ჩემთვის უდიდესი ტკივილი იქნება. ვფიქრობ, წასვლის დრო მოვიდა — ბოლო მუნდიალმა ჩვენგან უდიდესი ენერგია წაიღო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ნამდვილ მეომრებს, რომლებმაც ბავშვობის ოცნება ამისრულეს და მსოფლიო ჩემპიონი გამხადეს."
"დღეს ჩემი კარიერის ყველაზე სევდიანი დღეა, რადგან ნაკრებს ვემშვიდობები და ამ ადგილის დატოვება არ მინდა, თუმცა, ამიერიდან თქვენთან ერთად უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვიქნები. რთული მომენტები აუცილებლად დადგება, რადგან ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ, ნორმალური მოვლენა არ ყოფილა. სწორედ ასეთ დროს უნდა დავუდგეთ ამ ბიჭებს გვერდით. მთელ მსოფლიოში ბევრს სურს არგენტინის ნაკრების მარცხი, ჩვენ კი ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და მათ ამის სიამოვნება არ მივცეთ — მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელი ვარ“ — ლიონელ მესი.











