ესტადიო მონუმენტალზე არგენგინის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბენინს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი განსაკუთრებული იყო ლიონელ მესისთვის, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისური ბოლოჯერ მოირგო და ალბისელესტეს ოფიციალურად დაემშვიდობა.
მესიმ ბოლო სანაკრებო მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი გაიფორმა. საბოლოო ჯამში კი, არგენტინის ეროვნული ნაკრები 208 ჩატარებულ შეხვედრაში გატანილი 126 გოლით დატოვა.
ლიონელ მესის ბოლო გოლი არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით
🚨 IT DOESN’T GET BETTER THAN THIS 🤩 The perfect angle of Lionel Messi goal for Argentina against Benin 🐐🔥 https://t.co/4UouCrHh2M
— Football on Predict (@FConPredict) October 7, 2026











