პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა. ენფილდზე გამართული ლივერპული-მანჩესტერ სიტის მატჩი, მასპინძელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. არნე სლოტის გუნდმა მეტოქე უშანსოდ, 2:0 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. პეპ გუარდიოლას გუნდის კრიზისი გრძელდება, "ქალაქელებს" უკვე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია მოუგროვდათ.
ლივერპულს მო სალაჰმა ულიდერა, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ეგვიპტელის პასით კოდი გაკპომ ისარგებლა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
მერსისაიდელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 34 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილოსან არსენალს, 9 ქულით გაექცნენ. რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, პეპ გუარდიოლას გუნდი 23 ქულით, მე-5 პოზიციაზე იმყოფება.