13 მარტს არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ჩრდილოცენტრალური ამერიკის ჩემპიონთა თასზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა, რომ მოედანი მეორე ტაიმში დაეტოვებინა.
აღნიშნულის გამო, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა არგენტინის ეროვნული ნაკრების შეკრებაც გამოტოვა. პირველადი მონაცემებით, დაზიანება მძიმედ არ შეფასდა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, ექიმებმა დასვენების რეკომენდაცია გასცეს.
Diario Ole-ს ცნობით, მესი ინტერ მაიამის ნიუ იორკ რედ ბულსისა და ნიუ იორკ სიტისთან ვერ დაეხმარება. დაგეგმილია, რომ 36 წლის ფორვარდი 4 აპრილს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მონტერეის წინააღმდეგ დაბრუნდება.
ლიონელს ზემოხსენებულ ტურნირზე 2 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.