54 მატჩი საქართველოს ნაკრებში, 100-ზე მეტი მატჩი მანჩესტერ სიტიში და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი კარიერაში - დღეს, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე 51 წლის გახდა.
კარიერის განმავლობაში, ქინქლაძეს ბევრ გუნდში უთამაშია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები მანჩესტერ სიტიში ჰქონდა.
დღეს, მანჩესტერ სიტი ევროპის მთავარი გრანდია, თუმცა ამ გუნდს თავისი ლეგენდები არ ავიწყდება და ქინქლაძეს იუბილეს ულოცავს.
გარდა კლუბისა, ქინქლაძე მანჩესტერ სიტის სტაჟიან გულშემატკივრებსაც არ ავიწყდებათ და დაბადების დღეს ისინიც ულოცავენ.
"ლეგენდის თამაში ყოველთვის გვახსოვს, გილოცავ!"
"ჩვენს ყველაზე ბნელ პერიოდში, ერთადერთი ნათელი წერტილი ქინქლაძე იყო"
"ქინქლაძე საოცარი ფეხბურთელი იყო. არასდროს დამავიწყდება მისი შედევრი საუთჰემპტონთან"
"ქინქლაძის თამაშით უბრალოდ ვტკბებოდი, ვულოცავ ლეგენდას!"
"მანჩესტერ სიტის გულშემატკივრობა ქინქლაძის გამო დავიწყე, გილოცავ!"