ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი სალვატორე სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სკილაჩის ოჯახი ავრცელებს. ტოტოს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და ორჯერ ოპერაციის ჩატარებაც დასჭირდა.
სკილაჩის საკლუბო კარიერა ბევრ კლუბს არ ითვლიდა, თუმცა იტალიელს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორრებიც არის იუვენტუსი და ინტერი. ტოტო იტალიის ეროვნული ნაკრების წევრიც იყო, მის ანგარიშზე 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.