ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედლების მოპოვების შემდეგ, პროფესიულ კრივში დებიუტისთვის ემზადება ამ დროისთვის, ყველაზე წარმატებული ქართველი მოკრივე ლაშა გურული.
ლაშა 15 მარტს, პროფესიულ კრივში პირველ ბრძოლას მშობლიურ რუსთავში (რუსთავის სპორტის სასახლე) გამართავს. Smartlab boxing promotions-ის ღონისძიებაზე ქართველის მეტოქე განელი მოკრივე, ბერნარდ აბეი იქნება, რომელიც დაუმარცხებელია (5-0).
შეგახსენებთ, ლაშა გურულმა (63,5 კგ.) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 24 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა კრივში. ლაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია.
ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ რამდენიმე თვეში, გასული წლის ნოემბერში, ქართველმა პროფესიულ კრივში ასპარეზობასთან დაკავშირებით, აგენტთან ხელშეკრულება
.
მზადება სადებიუტო ბრძოლისთვის, ბრძოლა მშობლიურ ქალაქში და შეხვედრა ქართულ აუდიტორიასთან, - ამ თემების შესახებ ლაშა გურულმა
LaGazzetta.ge
-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- როგორ მიმდინარეობს სამზადისი?




















