ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა.
პირველ ნახევარში მასპინძლები კარგად თამაშობდნენ და ყველა ორთაბრძოლას იგებდნენ, რითიც ჩვენებს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.
მეორე ნახევარში სცენარი შეიცვალა და საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, თუმცა საქმე რეალურ მომენტებამდე არ მისულა.
სანაცვლოდ, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც მამარდაშვილმა მოიგერია.
საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და გოლი ჯერაც არ გაუტანია.














