იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა ნეაპოლში შედგა, სადაც ადგილობრივი ნაპოლი იუვენტუსს დაუპირისპირდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ხვიჩა კვარაცხელიამ ჰაერიდან ლამაზად დაარტყა და შესნის კარი აიღო.
მეორე ნახევარში იუვენტუსი გააქტიურდა. კიეზამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 88-ე წუთზე მათი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
ვიქტორ ოსიმენმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რასპადორიმ დაამატა, გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით ნაპოლიმ 43 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, იუვენტუსი კი 57 ქულით მეორე პოზიციაზეა.