ბათუმის დინამოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ზღვისპირელთა" ყოფილმა თავკაცმა ფავორიტად "ჯვაროსნები" დაასახელა. მან ასევე შეაქო ნაპოლის ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიხაილო მუდრიკზე წინ დააყენა.
"უკრაინელი ვარ და რთულია ობიექტური ვიყო. საქართველოს ნაკრები ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ფავორიტიც არის. მახსენებს თუ არა ეს გუნდი 90-იანი წლების უკრაინას? კი, ნამდვილად მახსენებს, კვარაცხელია კი "ჯვაროსნების" შევჩენკო არის. ის სერია ა-ს ლეგენდა უკვე არის. ვის გამოვარჩევ კიდევ ხვიჩას გარდა?
რთულია ერთის ამორჩევა, თუმცა მამარდაშვილს დავასახელებ. ნაპოლის ლიდერი თუ მუდრიკი? ორივე მარგალიტები არიან, თუმცა ერთი მათგანი უკვე დამუშავებული, მეორე კი დაუმუშავებელი. "თეთრ-წითლები" ასევე გამორჩეულები არიან იმით, რომ გუნდში დიდებული ატმოსფერო სუფევს", - განაცხადა უკრაინელმა თავკაცმა.