საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ გააკეთა.
"როდესაც ნაკრებში მწვრთნელი იცვლება, ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ თავზე უნდა ვიფიქროთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ.
კვარაცხელია განუმეორებელი მოთამაშეა, ის ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთან, ზაბარნისთან ერთად თამაშობს პსჟ-ში. ისინი მეგობრები არიან, მაგრამ ხვალ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იქნებიან. ხვიჩა წელს ოქროს ბურთს იმსახურებს და წარმატებებს ვუსურვებ. ძლიერი მოთამაშეა არა მხოლოდ გასული სეზონის გამო, არამედ კარგად გვახსოვს მისი თამაშები ნაპოლის შემადგენლობაში.
როგორც უნგრეთთან თამაშში, ახლაც შანსები თანაბარია. გასაგებია, რომ ბოლო მატჩი საქართველომ წააგო, თუმცა მარცხს არ იმსახურებდნენ.
მოგეხსენებათ, იტალიელი ვარ და ვუყურებ, როგორ თამაშობენ ქართველები იტალიაში წარმატებით, მაგალითად გიორგი კვერნაძე, რომელიც ფროსინონეში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ქართველები საკმაოდ ტექნიკურები არიან და ეს კარგად ვიცი", - განაცხადა უკრაინელთა თავკაცმა.















