ევრო 2024: კუმანის თავსატეხი - ორი ტრავმა და ერთი იძულებითი ცვლილება

- ფრენკი დე იონგმა ტერფის დაზიანება ბოლომდე ვერ მოირჩინა და განაცხადიდან ამოვარდა;
- ტენ კუმპაინერსმა ბოლო ამხანაგური მატჩის წინ, გახურების დროს დაზიანება მიიღო და ევროპის ჩემპიონატს ისიც გამოტოვებს;
ამ ორი დანაკლისის ფონზე, კუმანმა იან მაატსენს უხმო. ჩელსის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, რომელიც იჯარის წესით დორტმუნდში თამაშობდა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ოფიციალურად მიიღებს - 22 წლის ფეხბურთელი დე იონგს შეცვლის. რაც შეეხება კუპმაინერსის პოტენციურ შემცვლელს, ჯერჯერობით უცნობია მაატსენის გარდა სხვა ფეხბურთელიც თუ შეუერთდება ეროვნულ ნაკრებს.


![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








