პეპ გუარდიოლამ ბარსელონაში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ თავის მშობლიურ კლუბში მუშაობა მისთვის ყველაზე რთული სამუშაო გამოდგა. ესპანელი ტაქტიკოსი კატალონიურ კლუბში დამრიგებლის რანგში 2008-2012 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში მან 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ პრიმერა და კიდევ არაერთი ჯილდო.
"ბარსელონას მწვრთნელად მუშაობა არის ყველაზე რთული სამსახური. კლუბების უმეტესობას უწევს გარე პრობლემებთან შეტაკება, იქ კი შიდა პრობლემები ჭარბობს, რაც ბევრად უფრო მტკივნეულია. კატალონიაში უმაღლესი სტანდარტებია: ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში წაგება სეზონის ჩაგდებას ნიშნავდა.
"ბლაუგრანაში" მიმდინარეობს რამდენიმე ომი, თქვენ უნდა აირჩიოთ, თუ რომელში ჩაერთვებით. ჩემთვის მთავარი ომი მიმდინარეობდა საფეხბურთო მოედანზე, მეტოქე გუნდის წინააღმდეგ", - განაცხადა "ლურჯ-ბროწეულისფრების" ყოფილმა სპეციალისტმა.