LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, დღეს საბოლოოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტრანსფერი შედგა და აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ, დინამო თბილისმა ნიუკასლთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ჯერჯერობით, კლუბები ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.
LaGazzetta.ge შეთანხმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას და სალიას კონტრაქტის დეტალებზე ყველა ინფორმაციას უახლოეს მომავალში ექსკლუზიურად მოგაწვდით.
17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის მთავარ გუნდში გამოდის და მის ანგარიშზე 5 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაა.








