ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა.
ჩვენი ნაკრების არ წაგებაში დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მოგერიებული პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა 9.2 შეფასება მიიღო და ერთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო 11-ეულში მოხვდა.
საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინი და საფრანგეთის ნაკრების შემტევები მაიკლ ოლისე და დეზირე დუეც.












