მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა თავისი ხუთკაციანი ოცნების გუნდი შეადგინა. შემადგენლობა ასეთია - იკერ კასილასი, პაოლო მალდინი, რონალდინიო გაუჩო, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელს უნდა აერჩია არგენტიელსა და პორტუგალიელს შორის ერთ-ერთი, მაგრამ მან გუნდში ორივე შეიყვანა.
"მესისა და რონალდუს შორის ვერ გავაკეთებ არჩევანს, მინდა რომ გუნდში ორივე მათგანი იყოს. ასევე მათთან ერთად წინ რონალდინიოს დავაყენებდი. დაცვაში მალდინი, კარში კი კასილასი. ვფიქრობდი ედერსონზეც, მითუმეტეს 5-კაციან თამაშში თავისი დარტყმით ის გაიტანდა მინიმუმ 15 ბურთს, მაგრამ მაინც იკერი ავირჩიე", - განაცხადა "ქალაქელთა" ფორვარდმა.
23-წლის თავდამსხმელმა ასევე "ლურჯებში" ჩატარებული პირველი სეზონი გაიხსენა: "მან სიტიში გადმოსვლის პირველივე დღიდან, ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. პრემიერ ლიგაში ვგრძნობდი ზეწოლას, რადგან ზედიზედ ორი ტიტულის შემდეგ, შარშანაც რომ არ მოგვეგო, ხალხი იტყოდა - მოვიდა და ყველაფერი გააფუჭა", - დაასრულა მანჩესტერელთა 9-იანმა.