მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა, რომელზეც ინგლისის ეროვნულმა გუნდმა წააგო მომავალ ტრიუმფატორთან, ბრაზილიასთან. ყველას გვახსოვს რონალდინიო გაუჩოს ლეგენდარული გოლი დევიდ სიმენის კარში, მაგრამ ბევრმა არ იცის, თუ რა იმალება რეალურად ამ შედევრის მიღმა.
გეგმავდა თუ არა ბრაზილიელი შემტევი ჩაწოდებას, თუ ეს გამიზნულად კარში დარტყმა იყო?! ამ ყველაფერს პასუხი ყოფილმა ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა გასცა:
"როდესაც რონალდინიოს შევხვდი, მან მითხრა: "არ ჩამიწოდებია, კარში ვარტყამდი, მაგრამ სულ სხვა ჩანაფიქრი მქონდა. რეალურად, საპირისპირო კუთხეში ვუმიზნებდი", - განუცხადა ბრაზილიელმა ექს-ფლეიმეიქერმა "წითელი ეშმაკების" ყოფილ უკანახაზელს.
შეგახსენებთ, რომ "სელესაომ" "სამ ლომი" მეოთხედფინალში დაამარცხა, შემდეგ გადალახა თურქეთის ნაკრების ბარიერი, ბოლოს კი გერმანიის. გაუჩოს გარდა, ბრიტანელთა კარი რივალდო ფერეირამ აიღო.