ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ოლივერ კანმა 21-ე საუკუნის გამორჩეული ფეხბურთელების, ლეო მესის და კრიშტიანო რონალდუს შედარებაზე ისაუბრა და მათზე უკეთესი ფეხბურთელი დაასახელა.
"მესი თუ რონალდუ? - მათზე უკეთეს ფეხბურთელს გეტყვით. ჩემი აზრით, ამ ორ მოთამაშეზე უკეთესი რონალდო ნაზარიო იყო.
დღემდე, მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. რონალდო საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს"
შეგახსენებთ, რომ რონალდო ნაზარიომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, რონალდო 2 ოქროს ბურთის მფლობელია.








