საბერძნეთის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა, კახა კალაძემ:
"დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ ბიჭებით, ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ, ისევე როგორც იმ გულშემატკივრებით, რომლებმაც სტადიონზე მოსვლა ვერ მოახერხეს.
მიყვარხართ და გილოცავთ ყველას! წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები გვქონოდეს, გამთლიანებული და ძლიერი საქართველო გვენახოს", - განაცხადა კალაძემ.