დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
საქართველოს ნაკრები ჩრდ.ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტშია, სადაც მატჩის წინა ვარჯიში უკვე გამართა და მზადაა ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის.
"ჯორჟ ბესტი აღარ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვისაც ბელფასტში ფეხი დაუდგამს, რადგან ხვიჩა კვარაცხელია ჩრდ.ირლანდიაში ჩაფრინდა", - წერს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარიზული გამოცემაLe Meilleur du PSG
George Best n’est plus le meilleur joueur à avoir foulé le sol de Belfast : Khvicha Kvaratskhelia a atterri en Irlande du Nord. ❤️💙 https://t.co/X09mXa4jjP
— Le Meilleur du PSG (@LMDPSG) October 4, 2026
მოგეხსენებათ, ჩრდ.ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდის, ჯორჯ ბესტისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბევრი იწერება. ბრიტანელ ფეხბურთელს და კვარას ერთმანეთს სათამაშო სტილით ადარებენ, რაზეც კომენტარი ქართველმა შემტევმაც გააკეთა.
" ჯორჯ ბესტზე ბევრი მსმენია და მიხარია, როდესაც მას მადარებენ, ამით ძალიან ამაყი ვარ"

















