1998 წლის მსოფლიო და ევრო 2000-ის ჩემპიონი, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე წალენჯიხაში, იუვენტუსის აკადემიის გახსნას დაესწრო. ამ ღონისძიების შემდეგ, ჩვენ გვქონდა საშუალება მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაგვეწერა. LaGazzetta.ge-სთან საუბარში, ტრეზეგემ საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
- იუვენტუსის აკადემია საქართველოში. ასეთი დიდი კლუბის პოპულარიზაციაზე რას ფიქრობთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აკადემიის არსებობა საქართველოში. ეს ახალგაზრდებს დაეხმარება სპორტული ცხოვრების განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მათ ფეხბურთის თამაშით, პირველ რიგში, სიამოვნება უნდა მიიღონ და ეს აკადემია ამაში დაეხმარება. იუვენტუსი ბავშვებს ხელს შეუწყობს როგორც სპორტულ, ისე ზოგადად განვითარებაში, რადგან ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა, ამ აკადემიაში კი ბევრ რამეს ისწავლიან.
- ევრო 2024-ზე, საფრანგეთის შანსებზე და თქვენს მეგობარ ვილი სანიოლზე, ასევე, საქართველოს ნაკრებზე რომ ვისაუბროთ?



















