ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის A დივიზიონის მეორე ტურში, გერმანიის ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და მოულოდნელად 0-1 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა, ერთადერთი გოლი სტუმრებმა გაიტანეს — 74-ე წუთზე თავი დიმიტრიოს კურბელისმა გამოიჩინა და საბერძნეთის ნაკრებს სამი ქულა მოუპოვა.
გერმანია 0-1 საბერძნეთი
გოლი: 0-1 დიმიტრიოს კურბელისი (74')
ამავე ჯგუფში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა ნიდერლანდებმა — ჩავის გუნდმა სერბეთს გასვლაზე 2-1 მოუგო. ზუსტად იგივე ანგარიშით დაამარცხა პორტუგალიის ნაკრებმა ნორვეგია, ხოლო დანიამ სახლში უელსს 2-0 აჯობა.
ერთა ლიგის სათამაშო დღის ყველა მატჩის შედეგები
Sunday results ✅#NationsLeague pic.twitter.com/Vqcrtk4916
— UEFA EURO (@UEFAEURO) September 27, 2026













