ფენერბახჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ფავორიტები არიან ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი. რაც შეეხება იტალიას, პორტუგალიელი ტაქტიკოსი მოქმედ ჩემპიონებს ფავორიტების რიცხვში არ განიხილავს.
"ვერ ვიტყვი, რომ იტალიის ნაკრებს ჰყავს ნიჭიერი თაობა. აქედან გამომდინარე, მათი ჩემპიონობის შანსების არ მჯერა. ჩემი აზრით, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი უფრო მაღლა დგანან", - განაცხადა სტამბოლელთა დამრიგებელმა, რომელმაც თურქეთში მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
აქვე დავამატებთ, "სკუადრა აძურას" მოწინააღმდეგეები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე "ფურია როხა", ხორვატია და ალბანეთი იქნებიან.