საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა. ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთის ეროვნულ გუნდზე გამარჯვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ვართ! ქართველ მოთამაშეებს ულოცავს მთელი საფეხბურთო ევროპა, მათ შორის თავიანთი კლუბები. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს იმისა, თუ როგორ გაიზიარეს ევროპულმა კლუბებმა ჩვენი ნაკრების სიხარული.
კრაკოვია - საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ოთარ კაკაბაძემ საქართველოს ნაკრების მაისურით მთელი 120 წუთი ითამაშა. ოთარ, გილოცავთ და ვამაყობთ!
კრემონეზე - გილოცავ ლუკა!
ლევანტე - გიორგი ქოჩორაშვილის საქართველოს ნაკრები პირველად თავის ისტორიაში დიდ კონტინენტურ ტურნირზე ითამაშებს. ქოჩომ 120 წუთი ითამაშა და საბერძნეთს პენალტიც გაუტანა.
ნაპოლი - ვულოცავთ ხვიჩასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვასა და ევრო 2024-ზე გასვლას.
სლოვანი - ვულოცავთ საქართველოს!
შტურმი - ოცნებები ხდება! ჩვენი იუბილარი, ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ვალენსია - შენს ფეხებთან, გიორგი
უოტფორდი - ვულოცავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და საქართველოს ნაკრებს დიდ ტურნირზე პირველად გასვლას.