ერლინგ ჰოლანდს მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში უკვე 100 გოლი დაუგროვდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ეს ყველაფერი სულ რაღაც 105 შეხვედრაში გააკეთა. ნორვეგიელმა ფორვარდმა ამ მაჩვენებლით გაიმეორა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი, რომელსაც მადრიდის რეალში 100 ბურთის გასატანად ასევე 105 მატჩი დასჭირდა.
21-ე საუკუნეში, ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში პორტუგალიელი თავდამსხმელისა და "ქალაქელების" შემტევის გარდა, 100-გოლიან ნიშნულზე ერთ გუნდის მაისურით ასე მალე არავინ ასულა. 2-ვე გოლეადორმა ამის გაკეთება შეძლო თავის მე-3 სეზონში: "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 2011/12 წლების სეზონის სტარტზე, "ლურჯების" 9-იანმა კი - 2024/25 წლების სეზონის დასაწყისში.
"ბლანკოსის" ლეგენდარული მეშვიდე ნომერს მესამე სეზონის დასრულებისთვის 144 შეხვედრაში 146 გოლი ჰქონდა გატანილი თეთრი მაისურით. ვნახოთ, მიმდინარე სეზონის ბოლოს, როგორი იქნება 24 წლის ფორვარდის მონაგარი ხოსეპ გუარდიოლას გუნდში.