ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2013 წელი და აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი უნდა გამხდარიყო ის და არა კრიშტიანუ რონალდუ. შეგახსენებთ, ფრანგმა ექს-ვინგერმა იმ სეზონში მიუნხენის ბაიერნთან ერთად ტრიპლეტი მოიგო.
"2013 ჩემს კარიერაში ოქროს წელი იყო. საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი, როგორც ბუნდესლიგაში, ისე ზოგადად, ევროპაში. ძალიან მეწყინა, რომ დავრჩი ბალონ დ'ორის გარეშე...დიდი იმედგაცრუება იყო. არ მერიდება ამაზე საუბარი, რადგან იმ სეზონში ბაიერნთან ერთად მოვიგე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა.
საუკეთესო თანაგუნდელი? ჩემი და რობენის დუეტი მსოფლიოში საუკეთესო იყო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოც. ასევე მინდა ვისაუბრო ზიდანზეც, რომელმაც მასწავლა, თუ როგორ უნდა მეთამაშა შიშის გარეშე", - განაცხადა მიუნხენელთა ექს-ვინგერმა.











