ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას ხვალ დაიწყებენ, საქართველოს ნაკრებში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებიონები არიან და გულშემატკივარს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს.
ქართველი ძიუდოისტების შესახებ დღეს პარიზში
LaGazzetta.ge-მ
ინტერვიუ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ირაკლი ცირეკიძესთან ჩაწერა:
- საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე ვარსკვლავური შემადგენლობით ჩამოვიდა, რას ელით?
- ხვალ ვიწყებთ ასპარეზობას, 60 კგ.-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი იბრძოლებს გამარჯვებისთვის. გიორგი ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა ყველა მონაცემი აქვს რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს. ჩვენი ძიუდოისტებიდან ყველას შეუძლია უმაღლესი სინჯის მედლისთვის ასპარეზობა. ლაშა შავდათუაშვილს შეუძლია ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოიპოვოს. ტატო გრიგალაშვილის ბოლო წლების ჰეგემონია ოლიმპიური ჩემპიონებით დაგვირგვინდეს. იგივე გურამ თუშიშვილი, ერთ-ერთი ძლიერი ძიუდოისტია.
- თუშიშვილს რინერთან რა შანსი ექნება?
- გურამს დიდი პოტენციალი აქვს, ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენია და გამარჯვება შეუძლია.

- თქვენ გაქვთ გამოცდილება და ხართ ოლიმპიური ჩემპიონი, რა რეკომენდაციას მისცემთ ძიუდოისტებს?
- ოლიმპიადაზე სპორტსმენებს რაც ეტყობათ და ხშირად უშლის ხელს მობილიზებაში, ეს არის ნერვიულობა. ჩვენ, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი, მთლიანად სტაფი, ყველაფერს ვაკეთებეთ, რომ ნაკლები დაძაბულობა და ნაკლები სტრესი იყოს, რადგან ძიუდოისტებმა სრულად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მობილიზება. მათ სრულად ჰქონდათ პირობები მოსამზადებლად და რაც მთავრია ტრავმების გარეშე შეძლეს მომზადება.
- პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ შეჯიბრში (ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) მონაწილეობს, რა შანსი აქვს საქართველოს გუნდურ ასპარეზობაში?
- იმედიანად ვიქნებით, გუნდური კენჭისყრა ჯერ არ შემდგარა, თუმცა ვფიქრობ, ფინალში გასვლა შეგვიძლია.
- ლაშა ბექაური როგორ ფორმაშია?
- ლაშამ მსოფლიოს ჩემპიონატი ოლიმპიადის მზადების გამო გამოტოვა, მისი ხასიათის გამო შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
- რამდენად მნიშვნელოვანია სასტარტო დღე?
- სარდალაშვილმა საკუთარ თავის და გუნდსაც სტიმული უნდა მისცეს, თუმცა ეს არ უნდა იყო ზედმეტი სტრესი. გიორგის გამარჯვება გუნდში ძალინ დიდ მუხტს შექმნის.
ამ დროისთვის ყველა ჯანმრთელადაა, ფსიქოლოგიურად კარგად არიან მომზადებული, ყველა გრძნობს საკუთარ ძალასა და შესაძლებლობას, იმედია, კარგი შედეგით დავამთავრებთ ამ ოლიმპიადას.

- როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენი მედლის მოპოვებას შეძლებენ ძიუდოისტები?
- 4-5 მედლის მოპოვება თავისუფლად შეგვიძლია, ვფიქრობ, ნაკლები არ უნდა იყოს. წარმატებას ვუსურვებ საქართველო დელეგაციას, ყველა სპორტსმენს და იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მიაღწევენ.
შეგახსენებთ, ხვალ პარიზის ოლიმპიადზე გიორგი სარდალაშვილი (- 60 კგ.) იასპარეზებს.
XXXIII ოლიმპიური თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ძიუდოში ინდივიდუალური შეჯიბრებები 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გასტანს, ხოლო გუნდური შეჯიბრება 3 აგვისტოს გაიმართება.
LaGazzetta.ge
უკვე საფრანგეთშია და პარიზიდან მოგაწვდით ყველა ოლიმპიურ სიახლეს.
თუშიშვილი V რინერი — ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
ძიუდოს ნაკრების ვარსკვლავური შემადგენლობა, - ვინ მიდის ოლიმპიადაზე?



















