ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის ფარგლებში, მანჩესტერ სიტი ესტუმრა ლუთონ თაუნს, რომელიც ანგარიშით 6:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრების მხრიდან 5 ბურთი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, აქედან 4 გოლი კევინ დე ბრუინის ასისტებით გავიდა, ხოლო ერთი საგოლე გადაცემა ფორვარდმა ბერნარდო სილვასგან მიიღო.
უკანასკნელი, მეექვსე გოლი მატეო კოვაჩიჩმა გაიტანა, ჯონ სტოუნსის გადაცემის შემდეგ. ერთი სიტყვით, "ქალაქელებმა" თავის გულშემატკივრებს მორიგი დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. პრემიერ ლიგის ფარგლებში შემდეგი მეტოქე მეზობელი, მანჩესტერ იუნაიტედი იქნება. მატჩი გაიმართება 3 მარტს, ჩვენი დროით 19:30 საათზე.