ჰოლანდი დაბრუნდა! 3 ქულა მანჩესტერ სიტის

მეორე ტაიმიც საკმაოდ მძიმედ დაიწყო, თუმცა 71-ე წუთზე, სიტის მიერ გათამაშებულ კუთხურს, ევერტონის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ყველაზე კარგად ერლინგ ჰოლანდმა ისარგებლდა - 77 დღის შემდეგ, ნორვეგიელმა ცხრიანმა გოლის გატანა შეძლო. მარჯვენა ფეხით დარტყმული ბურთი ჯორდან პიკფორდმა ვერაფერით მოიგერია.
მატჩის ბოლომდე გვარდიოლას გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც მალე მეორე გატანილ გოლშიც აისახა. 85-ე წუთზე დე ბრუინის გადაცემის შემდეგ, ჰოლანდმა საოცრად ითამაშა, საჯარიმოში შესვლაც მოახერხა და დუბლი გაიფორმა (2:0).
მანჩესტერ სიტიმ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლა მოახერხა.







