4 ივნისს, თურქეთის ნაკრები გამართავს ამხანაგურ შეხვედრას იტალიის ეროვნულ გუნდთან. თამაშის დაწყების წინ, კომენტარი გააკეთა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელმაც მოახლოებულ ევრო 2024-ზეც ისაუბრა. თურქ გამთამაშებელს მიაჩნია, რომ ტურნირის მოგებით დაწყება წარმატების საწინდარი იქნება.
"უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის წარუმატებელი იყო, მეტის მიღწევა გვინდოდა. კარგია, რომ ამ ტურნირს გერმანიაში ვითამაშებთ, ეს ჩემი მეორე სამშობლოა. მონტელას მოსვლით ახალი იდეები გაჩნდა, ის ყოველთვის ორიენტირებულია თავის საქმეზე და ჩვენც ძალიან კონცენტრირებულები ვართ.
ვარჯიშის პროცესი მედიისთვის დახურული იქნება, რათა მაქსიმალურად ვიყოთ კონცენტრირებული. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა გვინდა და საქართველოსთან პირველივე მატჩში მოგება. გამარჯვებით დაწყებული გზა უფრო მარტივი გასავლელი იქნება", - განაცხადა მილანის ინტერის გამთამაშებელმა.