მილანის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, რუდ გულიტმა ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელს აღნიშნული ჯილდო ერლინგ ჰოლანდს უნდა მოეგო. როდრი ერნანდესისა და ვინი ჟუნიორის დამსახურებები კი ყოფილმა ნიდერლანდელმა გამთამაშებელმა თანაბრად შეაფასა.
"გასული წლის ოქროს ბურთი ჰოლანდს უნდა მოეგო. კიდევ რამდენი უნდა გაეტანა მას ამ ჯილდოს მოსაპოვებლად? ის განრისხებული იყო და მე ერლინგის მესმის. იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა ვინი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ როდრისა და მას შორის ყველაფერი თანაბრად იყო. ოქროს ბურთს იმსახურებდა როგორც ერნანდესი, ისე ბრაზილიელი ფორვარდიც.
უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ოქროს ბურთი არის სუბიექტური ცნება, სადაც გადამწყვეტ როლს ჟურნალისტების აზრი თამაშობს. სწორედ ისინი წყვეტენ ყველაფერს", - განაცხადა "როსონერის" ყოფილმა გამთამაშებელმა.
შეგახსენებთ, 2023 წელს ოქროს ბურთი მოიგო ლეო მესიმ, წელს კი ესპანელმა შუახაზელმა.