მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დღეს, მოქმედი ჩემპიონები ლონდონის ჩელსის ესტუმრებიან. ესპანელ ტაქტიკოსს მიაჩნია, რომ ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, წელს ტიტულის დაცვა ურთულესი იქნება.
"რა არის სიტის მიზანი? - მთავარია ოთხეულში ვიყოთ. შესაძლო ჩემპიონობაზე კი სეზონის დასკვნით ნაწილში ვისაუბროთ. კონკურენტები? - რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოსარჩევია ლივერპული და არსენალი. საჩემპიონო რბოლაში იუნაიტედიც აუცილებლად იქნება. მინდა გამოვყო ჩელსიც, რომელსაც ძალიან ბევრი მოთამაშე ჰყავს.
პრემიერ ლიგის რიტმს მიეჩვია პოსტეკოგლუ, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიდერებს შორის ტოტენჰემიც იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ნიუკასლიც, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, კვირაში მხოლოდ 1 მატჩს ჩაატარებს. ტიტულის დაცვა ურთულესი იქნება, ჩვენთან მოგება ყველას სურს. უნდა ვიფიქროთ 114 ქულიდან მაქსიმუმის მოგროვებაზე, სხვა შემთხვევაში რბოლიდან ამოვვარდებით", - განაცხადა "ქალაქელთა" სპეციალისტმა.