ოფიციალურად: გრანიტ ჯაკამ 2022 წელს ყალბი COVID 19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატის მიღება აღიარა. შვეიცარიის ნაკრებისა და სანდერლენდის კაპიტნის განცხადებით, იმ პერიოდში ვაქცინასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები და შიში ჰქონდა, რის გამოც სერტიფიკატი შესაბამისი პროცედურის გავლის ნაცვლად მიიღო. ფეხბურთელმა მომხდარს შეცდომა უწოდა, ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს და შესაბამის ორგანოებთან სრულად თანამშრომლობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლუცერნის პროკურატურამ გამოძიება ოფიციალუარად დაიწყო. ჯაკა, რომელიც იმ დროს არსენალში თამაშობდა, პროკურატურაში დაკითხვაზე სავარაუდოდ მომავალ კვირას დაიბარებენ, სადაც უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის კუთხით დასჯად ქმედებას.
მომხდარის გამო ჯაკა შვეიცარიის ნაკრების უახლოეს შეკრებას გამოტოვებს და ერთა ლიგის ოთხ მატჩში ვერ ითამაშებს. შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთელთან შეთანხმებით მიიღეს და მისი სიტუაცია სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ხელახლა განიხილება.















