დღეს ჩემპიონშიპის 27-ე ტურის მატჩი გაიმართება დერბიში, სადაც ადგილობრივი ქაუნთი უოტფორდს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ტრავმირებულია. ქართველი ფეხბურთელის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ისაუბრა:
"გიორგის ბარძაყის მცირე პრობლემა აქვს. მას ახალი ტესტები ჩაუტარდება, რომლებიც აჩვენებს დაზიანების მასშტაბს, მაგრამ ადრეული ნიშნები იმედს იძლევა, რომ ტრავმა მძიმე არ იქნება. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში თავისი კლუბისა და ქვეყნის რიგებში ყველა თამაში დაიწყო და თითქმის ყველა მათგანი ბოლომდე ჩაამთავრა, შესაბამისად, დაღლილობის ნიშნები გამოვლინდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი რაც შეიძლება მალე დაბრუნდება."
გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.