ბოსნიელი ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი, რომელიც ამჟამად ცსკა-ში თამაშობს, ფეხბურთელების ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ზოგადად, ფეხბურთელის მხრიდან ფინანსების კონტროლი ადვილი არ არის, თუმცა გეტყვით, როგორ უნდა დახარჯოს ფეხბურთელმა აღებული ფული სწორად.
პროფესიონალური კარიერა 17 წლის ასაკში დავიწყე და იმ დროიდანვე დავიწყე ფიქრი, როგორ გადამენაწილებინა თანხა და დავიწყე ინვესტიციები. ასეთ დროს, უძრავი ქონების ყიდვა ყველაზე კარგი გამოსავალია.
ახალგაზრდა ბიჭმა შესაძლოა, ფული ბევრ სხვა რამეში დახარჯოს, როცა კარიერას დაასრულებს გაკოტრდება და შემოსავალი აღარ ექნება, ამიტომ ამაზე თავიდანვე უნდა იფიქროს.
ამჟამად, 40 ბინა და 10 სახლი მაქვს. პროფესიონალური კარიერა საკმაოდ ხანმოკლეა და ამ დროში შემოსული თანხა, მაქსიმალურად სწორად უნდა გახარჯო, რაც უკვე მომავალში გამოგადგება", - განაცხადა პიანიჩმა.