პეპ გუარდიოლა თავის სამწვრთნელო გზაზე ყველაზე წარუმატებელ პერიოდს გადის. მანჩესტერ სიტი დამარცხდა ზედიზედ ხუთ შეხვედრაში, რაც ესპანელი ტაქტიკოსის კარიერაში აქამდე არასდროს ყოფილა. რაც შეეხება მე-6 მატჩს, "ქალაქელები" 75-ე წუთამდე როტერდამის ფეიენოორდს ანადგურებდნენ 3:0-ს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი 3:3 დასრულდა.
"ლურჯების" მწვრთნელი იმდენად ნერვიულობდა, რომ მან შეხვედრის მიმდინარეობისას სახე დაიკაწრა. სხეულის ენის ექსპერტმა, ჯუდი ჯეიმსმა მისი ქცევა შემდეგნაირად შეაფასა: "გუარდიოლას ქცევებში 20-მდე საგანგაშო დეტალი გვხვდება. ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა განრისხებამ, იმედგაცრუებამ და სულიერმა სიცარიელემ.
პეპს უნდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მალე, თუმცა თავად გამოსავალს ვერ პოულობს", - განაცხადა ექსპერტმა. შეგახსენებთ იმასაც, ეტიჰადის ბინადრებსა და ესპანელ ტაქტიკოსს შორის მოქმედი ხელშეკრულება 1 წლით გახანგრძლივდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ტიტულოვანი სპეციალისტი თავის ამჟამინდელ გუნდში კიდევ 1 სეზონით დარჩება.