გასულ სეზონში გაგრამ დასახულ მიზანს მიაღწია და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. უკვე ერთი თვეა გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, გაგრამ 6 ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის არიან ლეგიონერებიც.
გიორგი გაბედავა, ოთარ გაგნიძე, ვანდერსონ სილვა, იჰორ პროჰიკოვი, რამან სტეფანოვი, მალა ჟინ მარიე - ეს ფეხბურთელები მომავალი სეზონიდან გაგრას ღირსებას დაიცავენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ოფიციალურად, გაგრას მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი იქნება.
უახლოეს დღეებში კლუბს ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი, რის შემდეგაც უკვე ეროვნული ლიგის ახალ სეზონში ჩაერთვება და პირველ მატჩს 1-ელ მარტს, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.