11 აპრილს, ჩვენი გუნდის კოსოვოს ნაკრებთან სტუმრად ითამაშებს, 16 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს. ძირითადი რაუნდში ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 9 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე მყოფ კოსოვოს კი 3 ქულა აქვს.
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბრუიძე (არმია), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).








