პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერული დერბი იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მისულა.
იმის მიუხედავად, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, "ქალაქელებმა" რუბენ ამორიმის გუნდს ვერაფერი მოუხერხეს. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 0-0 დასრულდა.
ამ მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდმა 52 ქულა მოაგროვა, რითაც მე-5 ადგილზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება "წითელ ეშაკებს", რუბენ ამორიმის გუნდი 38 ქულით, მე-13 პოზიციაზე დარჩა.