ხვალ, 11 თებერვალს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ფარგლებში ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და რეალ მადრიდი დაუპირისპირდებიან. ის კლუბი, რომელიც მოიგებს 2-მატჩიან დაპირისპირებას, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალში გავა.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბი" და "ქალაქელებიც" საკადრო პრობლემებს განიცდიან. თავად განსაჯეთ - დანი კარვახალი, დავიდ ალაბა, ანტონიო რუდიგერი, ლუკას ვასკესი და ედერ მილიტაო...როგორც ვხედავთ, "ბლანკოსს" უკანახაზი პრაქტიკულად არ ჰყავს. რაც შეეხებათ "ლურჯებს" - როდრი ერნანდესი, ედერსონ მორაესი, ნათან აკე, ჟერემი დოკუ, ნიკო გონსალესი და ოსკარ ბობი.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ კარლო ანჩელოტისა და პეპ გუარდიოლას ტრავმირებული შეგირდებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი.