2024 წლის ფორმულა 1-ის უნგრეთის გრან პრის კვალიფიკაცია მაკლარენის ტრიუმფით დასრულდა — პოულ პოზიცია ლანდო ნორისმა მოიპოვა.
ხვალინდელ რბოლაზე სტარტს მეორე პოზიციიდან ნორისის ავსტრალიელი თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი აიღებს, ხოლო მესამე ადგილზე მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი დადგება.
უნგრეთის გრან პრი კვალიფიკაციის შედეგები:
2024 წლის სეზონის უნგრეთის გრან პრი რბოლა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.