ლუიშ ფიგუმ შეაფასა კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების გამოსვლა განვლილ ევროპის ჩემპიონატზე. ვეტერანის აზრით, მისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა შესაძლოა სხვანაირი ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ ალ-ნასრის კაპიტანმა ხუთივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ გოლების გატანა ვერ მოახერხა.
"რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრი. პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც ვალდებული იყო პორტუგალიის ნაკრების წარმატებაზე ეზრუნა. საკუთარი მოსაზრება გამაჩნია მეც, მაგრამ ახლა ამის შესახებ საუბარს აღარ აქვს აზრი, ყველაფერი დასრულებულია. ჩვენს ეროვნულ გუნდს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო.
რონალდუ? - იქნებ ჯობდა, რომ ნაკრების შემადგენლობა სხვანაირი ყოფილიყო?", - განაცხადა მადრიდის რეალის ყოფილმა ვინგერმა.
შეგახსენებთ, პორტუგალიელი ფორვარდი არ აპირებს კარიერის დასრულებას და მისი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია.