ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა.
სამწუხაროდ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა და ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩვენმა ნაკრებმა 72-ე ადგილიდან 74-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი წააგო, ორი კი ფრედ ითამაშა და ჯგუფიდან გასვლის მიზრეული შანსი დაიტოვა.
ფიფას განახლებული რეიტინგის ტოპ 10
| # | ქვეყანა | ქულა |
| 1 | ესპანეთი | 2011.57 |
| 2 | არგენტინა | 1972.80 |
| 3 | საფრანგეთი | 2958.86 |
| 4 | ინგლისი | 1925.59 |
| 5 | პორტუგალია | 1807.69 |
| 6 | ბრაზილია | 1806.51 |
| 7 | მაროკო | 1805.34 |
| 8 | ბელგია | 1779.17 |
| 9 | ნიდერლანდები | 1778.61 |
| 10 | მექსიკა | 1738.48 |
















