საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა. შეგახსენებთ, რომ მისი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა 2018 წელს მუნდიალი უკვე მოიგო, მაგრამ ევროზე ჩემპიონობა "მამლებისთვის" 2000 წლის შემდეგ მიუღწეველი ნიშნულია.
"ევროპის ჩემპიონატი არის ურთულესი ტურნირი, საკვალიფიკაციო ეტაპის დროსაც კი. იგივე ბრაზილიასა და არგენტინას არ უწევთ ისეთი რთული გზის გავლა, როგორ გზასაც ევროპული ნაკრებები გადიან. ამის მიზეზი არის ის, რომ ფეხბურთი სამხრეთ ამერიკაში საკმარისად განვითარებული არ არის.
აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო რთული ტურნირია, იმის მიუხადავად, რომ ზეწოლა მუნდიალზე უფრო მაღალია", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.