ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ლაიფციგში, სადაც მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა. რონალდ კუმანის ნიდერლანდებმა და დიდიე დეშამის საფრანგეთმა ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
უგოლო ფრის მიუხედავად, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ბევრი სახიფათო მომენტი იხილა, მათ შორის, ერთი გაუქმებული გოლიც. მეორე ტაიმში, ჩავი სიმონსმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა ვიდეო რეფერიმ ეს გოლი გააუქმა, რადგან დენზელ დუმფრისი მომენტზე მოქმედებდა, შესაბამისად, მაიკ მენიოს ამ დარტყმულზე რეაგირება გაუჭირდა.
ამ მატჩის შემდეგ გუნდებმა 4-4 ქულა მოაგროვეს, მესამე პოზიციაზე კი 3 ქულით ავსტრია იმყოფება. პოლონეთმა ჯგუფიდან გასვლის შანსი, ოფიციალურად დაკარგა.