2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 331 მილიონი ევრო იქნება, რომელიც 24 მონაწილეზე გადანაწილდება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე გასვლით 9,25 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა, ხოლო ტურნირზე ნაჩვენები შედეგებით აღნიშნული თანხა შესაძლოა მაქსიმუმ 28,25 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი:
- ევროპის ჩემპიონატზე გასვლა: €9,25 მილიონი
- მატჩის მოგება/ფრე ჩემპიონატზე: €1 მილიონი / €0,5 მილიონი
- 1/8 ფინალში გასვლა: €1,5 მილიონი
- 1/4 ფინალში გასვლა: €2,5 მილიონი
- 1/2 ფინალში გასვლა: €4 მილიონი
- ევროპის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი: €5 მილიონი
- ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული: €8 მილიონი
ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდის მიხედვით, ტურნირის გამარჯვებული საერთო ჯამში 28,25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო მონაწილე ნაკრები გარანტირებულად 9,25 მილიონ ევროს მიიღებს.